დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს
დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს.

„ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ასახავს იმ რეალობას, რაც ბოლო პერიოდშია.

კერძოდ, მოხდა პოლიტიკური შეთანხმება იმისათვის, რომ რეფორმები მკაფიოდ იყოს გაწერილი. მეორე მხრივ, ევროკავშირმა დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა.

უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელშია და გზავნილები, შეხვედრების შედეგები იყო პოზიტიური – ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რაც ჩვენი მთავარი არჩევანია“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

საქართველოს მომავალი ევროპულია, – ამ სათაურით აქვეყნებს „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას.