დავით ჯავახაძე - მთავრობა თანახმაა, ინვესტორმა წერილი გაასაჯაროოს
დავით ჯავახაძე - მთავრობა თანახმაა, ინვესტორმა წერილი გაასაჯაროოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ თანახმაა, გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობას გამოუგზავნა და სადაც, კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, „საუბარია პროექტის განვითარების პერსპექტივებზე“. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„ის საინვესტიციო შეთანხმება, რომლის მხარეებიც ვართ საქართველოს მთავრობა და კონსორციუმი, ითვალისწინებს კონფიდენციალობის მუხლს. ჩვენი მხრიდან, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ თანახმა ვართ ეს წერილი გასაჯაროვდეს.

ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ ინვესტორის თხოვნის შესაბამისად და დავიცავთ კონფიდენციალობას, მაგრამ ამავდროულად, მივესალმებით, თუ თავად უზრუნველყოფენ მის გასაჯაროებას. ამის შემდეგ, მზად ვართ, ამომწურავი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ჯავახაძემ.