დავით ბაქრაძე - საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო
დავით ბაქრაძე - საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და დისკუსიის ფარგლებში გააცნო საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და საკუთარი ხედვები.

„საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ის პოლიტიკური ფიგურა, რომელშიც თითოეული ადამიანი მისი ინტერესების დამცველს დაინახავს და ეს შეეხება ეთნიკურ უმცირესობებსაც. ჩვენი ამოცანაა ვინც არის საქართველოა მოქალაქე, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებსა და სამომავლო გეგმებს, ამ ხალხთან ერთად წავიდეთ წინ, ყველას გვქონდეს განცდა, რომ ვართ საერთო ქვეყნის მოქალაქეები. რაც უფრო მეტად იქნებიან ჩართულები ჩვენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ერთიან ქართულ ორგანიზმში, რაც უფრო მეტად იქნებიან ჩართულები ქართული სახელმწფოს განვითარებაში, მით უფრო ძლიერი ინება ქართული სახელმწიფო და მით მეტად წავა წინ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ პირველ არხთან საბურისას.

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” ორგანიზებით შედგა.