დავიდ ალაბამ „ჩელსისთან“ კონტრაქტი შეათანხმა
დავიდ ალაბამ „ჩელსისთან“ კონტრაქტი შეათანხმა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს. 28 წლის ავსტრიელმა უკვე გამართა მოლაპარაკებები „ჩელსისთან“.

უფრო მეტიც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალაბა ლონდონელებთან წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის ზაფხულში. ასე რომ, მცველი „ჩელსიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდება.

ალაბა „ბაიერნში“ 2008 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩი, ერთი გოლი და ერთი შედეგიანი პასია.