დავიდ ალაბა „ბარსელონაში“ არ გადავა
დავიდ ალაბა „ბარსელონაში“ არ გადავა

„ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა არ გახდება „ბარსელონას“ ფეხბურთელი.

ჟურნალისტმა მიგელ რიკომ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ავსტრიელის გადასვლა კატალონურ კლუბში შეუძლებელია. „ბარსელონა“ ვერ შეძლებს ალაბას გაფორმებას თუნდაც თავისუფალი აგენტის სტატუსით, რადგან არ აქს საშუალებს ალაბას ის ხელფასი გადაუხადოს, რასაც ავსტრიელი ითხოვს.

დავიდ ალაბას მიმდინარე კონტრაქტი 2021-22 წლების სეზონის შემდეგ იწურება. მცველის ხელფასი წელიწადში რვა მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ალაბამ ბუნდესლიგაში ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.