დაუშვილმა სადებიუტო მატჩში „აპოელს“ უკაპიტნა #1TVSPORT
დაუშვილმა სადებიუტო მატჩში „აპოელს“ უკაპიტნა #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილმა, რომელიც ზაფხულში ნიქოზიასაპოელმა“ მომავალ სეზონში მთავარი როლის შესრულების პერსპექტივით შეიძინა, ლარნაკას აეკ-ის წინააღმდეგ არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა.

აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ოქრიაშვილი 37-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, რომლის ზუსტი მიზეზიც მალე დადგინდება. ქვილითაიამ კი 21-ე წუთზე მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და პირველი გოლის თანაავტორი გახდა.

მურთაზ დაუშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა – ეს გამოცდილი ქართველი ნახევარმცველისთვის ახალ კლუბში სადებიუტო მატჩი იყო, რადგან გუნდს შეკრებაზე ვერ შეუერთდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა. აღსანიშნავია, რომ პირველივე შეხვედრაში ქართველ ნახევარმცველს გუნდის კაპიტნის სამკლავური გადასცეს.

„გუნდის ტექნიკურ ხელმძღვანელობას ქართველი ნახევარმცველის დიდი იმედი აქვს. დაუშვილი ცნობილია „ანორთოსისში“ თამაშით, სადაც აჩვენა, რომ ის ღირებული ნახევარმცველია“, – წერს „სპორტ ტაიმი“.

საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა. მორიგ საკონტროლო შეხვედრას გუნდი 10 აგვისტოს ათენში „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.