ოქრიაშვილი ამხანაგურ მატჩში დაშავდა - დიაგნოზი მალე გახდება ცნობილი #1TVSPORT
ოქრიაშვილი ამხანაგურ მატჩში დაშავდა - დიაგნოზი მალე გახდება ცნობილი #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი თავისი ახალი კლუბის, ნიქოზიასაპოელის“ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა – გუნდი ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 1:1 ითამაშა.

ქართველმა ნახევარმცველმა ამხანაგური თამაშის 37-ე წუთზე ფეხში ტკივილი იგრძნო, სათადარიგოთა სკამთან მივიდა და შეცვლა მოითხოვა. კლუბის ცნობით, ტრავმირებული ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ზუსტი დიაგნოზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

უფრო ზუსტად, ოქრიაშვილს დღეს ჩაუტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ქართველ ნახევარმცველს სამედიცინო შემოწმების შემდეგ ეტყვიან, პრობლემა რა მასშტაბისაა და მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდება.

გუნდში იმედოვნებენ, რომ ახალწვეულს სერიოზული არაფერი ელის და მოედანს მალე დაუბრუნდება. ერთი რამ ცხადია – ოქრიაშვილი არ წავა გუნდთან ერთად საბერძნეთში, სადაც „აპოელი“ ათენის „პანათინაიკოსთან“ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

თორნიკე ოქრიაშვილი ნიქოზიასაპოელში“ გიორგი ქვილითაიასთან და მურთაზ დაუშვილთან ერთად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. მანამდე სამივე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ თამაშობდა.