დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო - სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 244 956–მა პირმა მიიღო
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო - სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 244 956–მა პირმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 188 363 პირი. მათგან 115 719-მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 34 715 700 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 129 237 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 847 400 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

დღეისათვის, სულ დარეგისტრირებულია 12 482 პირი, რომელიც თვითდასაქმებული იყვნენ ვაჭრობის სფეროში, აქედან ბაზრობის მოვაჭრე იყო 9 730 პირი, ხოლო 2 752 სხვა ტიპის მოვაჭრე. ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია გადაერიცხა 6 904 ბაზრობის მოვაჭრე პირს, ხოლო სხვა ტიპის მოვაჭრეს – 1 727 პირს.

რაც შეეხება მძღოლებს, სულ დარეგისტრირდა 15 904 პირი, მათ შორის 10 660 ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი იყო. აქედან კომპენსაცია დაერიცხა 13 192 პირს, მათ შორის 9 632 ტაქსის მძღოლს 300 ლარის ოდენობით.

სარეგისტრაციო პორტალის ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალშია ასევე: ძიძა/მომვლელი; რეპეტიტორი/პედაგოგი; დამხმარე პერსონალი: რესტორნის დამხმარე, სასტუმროს დამხმარე, მცხობელი; სილამაზის სალონი პერსონალი, ტუროპერატორი/გიდი; მუშა; ხელოსანი; მშენებლობის სპეციალისტი და სხვა.

გრძელდება კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული პირების განაცხადების მიღება და დამუშავება. 29 ივნისიდან, დაწყებულია ჯანდაცვის სარეგისტრაციო პორტალზე – compensation.moh.gov.ge საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი. ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ (რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით), სახელმწიფოსგან დახმარებას ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრირებისას აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 15 ივლისს სრულდება.