დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინელ ფანებს მიმართა - თქვენ მხარს გვიჭერდით მაშინ, როდესაც გვეგონა, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო #1TVSPORT
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინელ ფანებს მიმართა - თქვენ მხარს გვიჭერდით მაშინ, როდესაც გვეგონა, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო #1TVSPORT

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა მადლობა გადაუხადა ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ კრისტიან ერიქსენს – დანიელმა ნახევარმცველმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

„დღევანდელი მატჩი დავიწყებას არასოდეს მიეცემა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ კრისტიან ერიქსენი სრულად გამოჯანმრთელდება. დიდი მადლობა ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც სკანდირებდნენ „კრისტიან!“ და ცდილობდნენ ჩვენთვის, დანიელებისთვის მხარი დაეჭირათ მაშინ, როდესაც ყველას გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. თქვენ განასახიერებთ FairPlay- ის არსს! Kiitos („მადლობა“ ფინურად), – დაწერა კოფოდმა ტვიტერის აკუთარ გვერდზე.

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპზე, დანია-ფინეთის მატჩის 43-ე წუთზე, ერიკსენმა გონება დაკარგა, როდესაც მისმა პარტნიორმა ბურთი აუტიდან შემოიტანა. ექიმები სასწრაფოდ შევიდნენ მოედანზე და ფეხბურთელის გონზე მოყვანა სცადეს. 10 წუთზე მეტი ხნის შემდეგ ნახევარმცველი დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახმარებით მოედნიდან გაიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.

ამ დროს, მილიარდიანმა ტელეაუდიტორიამ კოპენჰაგებისპარკენ არენაზე“ საოცარი სცენა იხილა – ფინელი ფანები ყვიროდნენ – „კრისტიან“, დანიელი გულშემატკივრები კი პასუხობდნენ – „ერიკსენ“.

ევრო2020-ის „ბ“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ფინელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.