დანიასთან წაგებას კანჩელსკისი გამოეხმაურა - ჩერჩესოვმა მეკარეები უნდა გაწვრთნას #1TVSPORT
დანიასთან წაგებას კანჩელსკისი გამოეხმაურა - ჩერჩესოვმა მეკარეები უნდა გაწვრთნას #1TVSPORT

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე მოსტოვოიმ კომენტარი გააკეთა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დანიის ნაკრებთან რუსეთის დიდი ანგარიშით (1:4) წაგებაზე.

„ესაა სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი. ჩერჩესოვთან ვთამაშობდი და მას კარგად ვიცნობ. მას რუსეთის საფეხბურთო კავშირთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და გუნდის მომზადებას გააგრძელებს. ჩვენივე პათოსმა გაგვტეხა, რომ კარგად ვართ, რომ ჩვენთან ყველაფერი შესანიშნავია, რომ საუდის არაბეთი დავამარცხეთ. ეს იყო სამი წლის წინ… და ნუ დაივიწყებთ, რომ ზედიზედ მეორე ციკლია, ერთა ლიგის გათამაშებაც ჩავაგდეთ“, – ამბობს მოსტოვოი.

მოსტოვოის შეფასებას რუსეთის ნაკრები კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ნათამაშები, ანდრეი კანჩელსკისი იზიარებს:

„თავიდანვე ვთქვი, რომ გუნდი ჯგუფში იბრძოლებს მესამე ან მეოთხე ადგილისთვის. რა უნდა ვქნათ? ჩერჩესოვი? საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მეკარის დანიშვნა. ის ვინ დანიშნა? მან უნდა გაწვრთნას მეკარეები. ადრე სასაცილო მეკარე იყო, ახლა კი სასაცილო მწვრთნელია. ჩვენს ფეხბურთში ყველაფერი სავალალოდაა, ფეხბურთში დიდი უბედურებაა, რომელიც დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. მსოფლიო ჩემპიონატზე ყურებით „გაგვათრიეს“…

ანდრეი ჩერვიჩენკო, „სპარტაკის“ ყოფილი პრეზიდენტი:

„რუსეთის ნაკრების თამაში უბრალოდ საზიზღრობა იყო. ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შედეგი არის არა მხოლოდ წარუმატებლობა, არამედ ჰიპერ-მარცხი და დამცირება. ადრე ღირსეულმა ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ რა იყო სიტყვა ღირსება, თავს იკლავდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ახლა ღირსეული ხალხი საკმაოდ ცოტააა, ამიტომ არასაკმარისად წესიერი კაციც კი უბრალოდ გადადგებოდა. არ ვიცი, რას გააკეთებს ჩერჩესოვი ამ სიტუაციაში. ადამიანი თვეში 20 მილიონ რუბლს (დაახლოებით, 270 ათასი დოლარი) იღებს თითქმის არაფრისთვის. გადით გარეთ და ჰკითხეთ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს – თვეში 20 მილიონი ბევრია თუ ცოტა? ამ თანხით ასეთ შედეგს მეც თავისუფლად მივაღწევდი. ნაკრები უარესად ნამდვილად არ ითამაშებდა“.