დანაკლისი „ლოკომოტივთან“ შეხვედრამდე - მოსკოვის „დინამოს“ მცველი ჩინეთში წავიდა
დანაკლისი „ლოკომოტივთან“ შეხვედრამდე - მოსკოვის „დინამოს“ მცველი ჩინეთში წავიდა

თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე მოსკოვის „დინამოს“ სერიოზული დანაკლისი აქვს – თბილისში გამომგზავრების ნაცვლად, გუნდის ცენტრალურმა მცველმა ტონი შუნიჩმა გეზი ჩინეთისკენ აიღო.

„მოსკოვის „დინამო“ მოთამაშე, ტონი შუნიჩი კარიერას ჩინურ კლუბ პეკინბეიძინ გოანში“ გააგრძელებს“, – იუწყება მოსკოველთა პრესსამსახური.

31 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელია – ის მოსკოვის „დინამოში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდის ფორმა 79 მატჩში მოირგო (5 გოლი). შუნიჩი მოსკოვის „დინამოს“ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ითვლებოდა.