დანა ვაიტმა საკუთარი ვერსიით ოთხი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა - სიაში ვერ მოხვდნენ ხაბიბი და კონორი
დანა ვაიტმა საკუთარი ვერსიით ოთხი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა - სიაში ვერ მოხვდნენ ხაბიბი და კონორი

დანა ვაიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში (The Schmozone Podcast) საკუთარი ვერსიით პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ოთხი მებრძოლი დაასახელა. გასაკვირია, რომ ამ სიაში ვერ მოხვდნენ ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი.

„არ შემიძლია ამ სიაში არ მოვახვედრო ლეგენდარული როის გრეისი. უნდა აუცილებლად ვახსენო ამანდა ნუნესი. ის ყველა დროის უდავოდ საუკეთესო ქალი მებრძოლია.

მომდევნო ორი მებრძოლის დასახელა ძალიან რთულია. თუმცა თუ აუციელბლად ვინმე უნდა ვთქვა, დავასახელებდი ჯონ ჯონსს ამ ოთხეულში. ის არასდროს დამარცხებულა. ამ სპორტში წაგების არ ქონა კი მოგეხსენებათ მხოლოდ რჩეულებს თუ შეუძლიათ.

მეოთხე მებრძოლი ჩემს სიაში არის ჩაკ ლიდელი. თავის დროზე ის საუკეთესო იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი UFC-ში“, – განაცხადა ვაიტმა.