დაბრუნების არ შემშინებია - ვაჩიბერაძე ხარკოვის „მეტალისტში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
დაბრუნების არ შემშინებია - ვაჩიბერაძე ხარკოვის „მეტალისტში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

უა-ფუტბოლმა“ ინტერვიუ ჩამოართვა ბექა ვაჩიბერაძეს – ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ დაბრუნდა და გუნდში ჩაირიცხა.

ომის დაწყებისას ბექა ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა. 26 წლის ნახევარმცველი დროებით საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. თუმცა მალე საბა კვირკველიას ყოფილ კლუბთან, ხარკოვის „მეტალისტი 1925“-თან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„რამ გადამაწყვეტინა უკრაინაში დაბრუნება და ხომ არ მეშინოდა? არანაირი შიში არ მქონია. უკრაინა ჩემი მეორე სახლია, 11 წლიდან აქ ვცხოვრობდი. „მეტალისტი 1925“-ის ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ, ვილაპარაკეთ, მერე საკითხი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვალერი კრივენცოვთან განვიხილეთ და აქ ვარ“, – განაცხადა ბექა ვაჩიბერაძემ.

მისი თქმით, გუნდში ბევრი ნაცნობი დახვდა.

„გუნდში ბევრს ვიცნობ. ადრე ბორიაჩუკთან, რუსინთან და გაბელკოსთან ერთად ვთამაშობდი, ჯერ კიდევ 16-წლამდელთა ნაკრებში დიდი დრო გავატარეთ. ბორიაჩუკთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვიყავი გამოძახებული, ორივე 1996 წელს ვართ დაბადებულები“.