დაბალი აქტივობის გამო, 18 ნოემბრიდან ქუთაისი-ბაზელის ავიარეისი შეჩერდება
დაბალი აქტივობის გამო, 18 ნოემბრიდან ქუთაისი-ბაზელის ავიარეისი შეჩერდება

დაბალი აქტივობის გამო, 18 ნოემბრიდან ქუთაისი-ბაზელის ავიარეისი შეჩერდება. ინფორმაციას ავიაკომპანია „ვიზეარში“ (Wizz Air) ადასტურებენ. აღნიშნული რეისი წელს პირველად, 13 სექტემბერს შესრულდა.

„ვიზეარი“ მუდმივად ახდენს ფრენების მონიტორინგს ყველა მიმართულებით, რომ შეძლოს ყველაზე დაბალი ფასების შეთავაზება მგზავრებისთვის. ავიაკომპანია ადასტურებს, რომ დაბალი აქტივობის გამო, შეაჩერა რეისი ქუთაისი-ბაზელის მიმართულებით და ბოლო ფრენა განხორციელდება 2019 წლის 18 ნოემბერს.

მგზავრები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ დანიშნულების ადგილზე მომავალი თარიღებისთვის, ელფოსტით მიიღებენ ინფორმაციას აღნიშნული ცვლილებების შესახებ. მათ შეუძლიათ, არჩევანი რამდენიმე შესაძლო კომპენსაციას შორის გააკეთონ: შესთავაზებენ ხელახლა გადაცემას სხვა ფრენისთვის (სხვა ნებისმიერი არჩეული მიმართულებით), შეძენილი ბილეთების ფასის 100 პროცენტით ანაზღაურება ან ბილეთების ღირებულების 120 პროცენტი ანაზღაურება „ვიზ კრედიტით“. „ვიზეარი“ გულწრფელად ბოდიშს უხდის მგზავრებს იმ დისკომფორტის გამო, რომელიც შესაძლოა ქუთაისი-ბაზელის რეისის გაუქმებამ გამოიწვიოს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.