საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა - ტრავმირებული კიტეიშვილი ქვილითაიამ ჩაანაცვლა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა - ტრავმირებული კიტეიშვილი ქვილითაიამ ჩაანაცვლა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ტრავმის გამო იძულებითი ცვლილება განხორციელდა. უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსვ „ეინდჰოვენთან“ მატჩში მიღებული ტრავმის გამო უახლოეს მატჩებში ეროვნულ გუნდს გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს ნიქოზიასაპოელის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეუერთდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელით მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი „ეინდჰოვენთან“ მატჩის 82-ე წუთზე შეცვალეს და თავიდან სერიოზული ტრავმის შიში არ ყოფილა. მაგრამ საავადმყოფოში 25 წლის ფეხბურთელს რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარეს, რომლის შემდეგაც სერიოზული დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.

„სქაი სპორტ ავსტრიას“ ცნობით, ოთარ კიტეიშვილს მარჯვენა ფეხის ტერფის მყესები აქვს დაწყვეტილი, ოპერაცია შაბათს ჩაუტარდება და წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.