ხუთშაბათს დასრულდა 2024-25 წლების უეფას კონფერენციის ლიგის ძირითადი რაუნდი და ცნობილი გახდა პლეი ოფის ყველა მონაწილე.
პირველი რვა გუნდი პირდაპირ გავიდა მერვედფინალში:
ჩელსი (ინგლისი), გიმარაეში (პორტუგალია), ფიორენტინა (იტალია), რაპიდი (ავსტრია), იურგორდენი (შვედეთი), ლუგანო (შვეიცარია), ლეგია (პოლონეთი), სერკლ ბრიუგე (ბელგია).
გუნდებმა, რომლებმაც საერთო ცხრილში 9-24 ადგილები დაიკავეს, მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებენ:
იაგელონია (პოლონეთი), შემროკ როვერსი (ირლანდია), აპოელ (კვიპროსი), პაფოსი (კვიპროსი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), ოლიმპია (სლოვენია), ბეტისი (ესპანეთი), ჰაიდენჰაიმი (გერმანია), გენტი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ვიკინგური (ოსლანდია), ბორაცი (ბოსნია), ცელიე (სლოვენია), ომონია (კვიპროსი), მიოლდე (ნორვეგია), ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი).
პლეი ოფის წილისყრა 20 დეკემბერს გაიმართება. პირველი მატჩები 13 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 20 თებერვალს. წყვილებში რვა გამარჯვებული მერვედფინალისტებს შეუერთდება. 21 თევერვალს გაიმართება დარჩენილი ეტაპების წილისყრა.