ცნობილი მებრძოლები ედვარდსისა და მუჰამედის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ #1TVSPORT
ცნობილი მებრძოლები ედვარდსისა და მუჰამედის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ #1TVSPORT

UFC Vegas 21 ისე ნამდვილად არ წარიმართა, როგორც ეს ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს სურდათ. არალეგალური დარტყმისა და თვალის დაზიანების გამო მსაჯებს ორი ბრძოლის შეჩერება მოუწიათ. ლეონ ედვარდსისა და ბელალ მუჰამედის ბრძოლა მეორე რაუნდის დასაწყისშივე შეწყდა. ბრიტანელმა საკმაოდ უხეშად დაუზიანა თვალი ბელალს, რომელმაც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ნახეთ თუ რა გამოხმაურება მოჰყვა ამ დაპირისპირებას სოციალურ ქსელებში.

 

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩემი პირველი მთავარი ბრძოლა კარიერაში ასე არ უნდა დასრულებულიყო. ბოდიშს ვუხდი UFC-ის და ფანებს, თქვენ მთლიანი ბრძოლის ნახვა დაიმსახურეთ..საბედნიეროდ მხედველობა მიბრუნდება და მალე მოვძლიერდები. მე მსურს განმეორებითი ბრძოლა ლეონთან“, – ბელალ მუჰამედი.

 

„ბრძოლისთვის ამაზე უარესი დასასრული არ არსებობს.“

 

„თვალში მიყენებული დარტყმა ძალიან მტკივნეულია, ამას ვერავინ ხვდება. ჩემი აზრით ამაზე პირდაპირ დისკვალიფიკაცია უნდა იყოს.“

 

„იმედი მაქვს მისი თვალი კარგ მდგომარეობაშია და სერიოზული არაფერია. ვშიშობდი რომ სერიოზული ტრავმა ჰქონდა.“

 

„დააორგანიზეთ განმეორებითი ბრძოლა.“