„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან ჯერაც არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან. როგორც ჩანს, ცნობილი გახდა, სად გააგრძელებს კარიერას ეგვიპტელი ფეხბურთელი.
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, სალაჰი დათანხმდა ზაფხულში საუდის არაბეთში გადასვლას. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში ითამაშებს ფორვარდი, მაგრამ ქვეყნის სპორტის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, ოთხიდან რომელი კლუბი გაიფორმებს სალაჰს. ესენი არიან: „ალ-ჰილალი“, „ალ-აჰლი“, „ალ-იტიჰადი“ და „ალ-ნასრი“.
ნებისმიერ ჭორს „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე საუდის არაბეთში მშვიდად აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გადასვლა უკვე გადაწყვეტილია.
უფრო ადრე წერდნენ, რომ 32 წლის ვარსკვლავურმა ფორვარდმა შეათანხმა ახალი კონტრაქტი „ლივერპულთან“. ეს ხელშეკრულება მომდევნო ორი წელი იქნება ძალაში.