ცნობილი გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო თანხების ოდენობა #1TVSPORT

12:12, 21.07.2026
EAST RUTHERFORD, NJ - JULY 15: The FIFA World Cup Trophy is displayed at New York/New Jersey Stadium ahead of the FIFA World Cup Final on July 15, 2026 in East Rutherford, New Jersey. (Photo by Jordan Bank - FIFA/FIFA via Getty Images)

ცნობილია საპრიზო თანხების ოდენობა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ოთხეულში გასულმა გუნდებმა მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებამ ესპანეთის ნაკრებს 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარი მოუტანა. არგენტინის ნაკრებმა მეორე ადგილისთვის მიიღო 33 მილიონი დოლარი, ხოლო ინგლისმა და საფრანგეთმა, რომლებმაც მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს, შესაბამისად, 29 და 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

გუნდებმა, რომლებმაც მეოთხედფინალამდე მიაღწიეს, ფიფა-სგან მიიღეს 19 მილიონი დოლარი თითოეულმა, მერვედფინალისტებმა – 15 მილიონი, 1/16-ფინალის მონაწილეებმა – 11 მილიონი, ხოლო ჯგუფური ეტაპიდან გავარდნილებმა – 9 მილიონი.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილემ დამატებით მიიღო 1.5 მილიონი დოლარი იმ ხარჯების კომპენსირებისთვის, რომელიც მათ ტურნირისთვის მოსამზადებლად დახარჯეს.

მსგავსი