ცნობილი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის პოზიცია რუბენ ამორიმის მომავალთან დაკავშირებით #1TVSPORT
პრემიერლიგის მეექვსე ტურში „ბრენტფორდთან“ (1:2) წაგების მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კვლავინდებურად გამოხატავს ნდობას გუნდის მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის მიმართ, – იტყობინება ტელეკომპანია BBC.
წყაროს ცნობით, „იუნაიტედის“ თანამფლობელს ჯიმ რეტკლიფს მიაჩნია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მუშაობა სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შეფასდეს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კლუბში კმაყოფილები არიან მიმართულებით, რომლითაც ამორიმს „იუნაიტედი“ მიჰყავს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა ოფიციალურმა პირებმაც უარყვეს ჭორები იმის შესახებ, რომ კლუბში ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ.
ამორიმის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ პრემიერლიგის 33 მატჩში 34 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით ვერ შეძლო ზედიზედ ორი მატჩის მოგება.