ცნობილი გახდა ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეიოფის დეტალები - სეზონის განახლების თარიღი ჯერ არ დასახელებულა
ცნობილი გახდა ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეიოფის დეტალები - სეზონის განახლების თარიღი ჯერ არ დასახელებულა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) პლეიოფის სერიების ჩატარების ფორმატი და გუნდების განთესვის მიმდევრობა გამოაქვეყნა.

2020 წლის სტენლის თასის ყველა სერია ოთხ მოგებამდე იქნება, ყოველი რაუნდის შემდეგ კი განთესვა თავიდან ჩატარდება, – წერს ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

პლეი ოფი დაიწყება საკვალიფიკაცია რაუნდით, რომელშიც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას (სერიები სამ მოგებამდე იქნება) და ჯგუფური რაუნდით კონფერენციებიდან ოთხ-ოთხ საუკეთესო გუნდის მონაწილეობით. ამით გაარკვევენ ამ გუნდებისთვის პლეი ოფში განთესვის ნომრებს.

საკვალიფიკაციო რაუნდი და ჯგუფური ტურნირი გაიმართება ორ ქალაქში, რომლებიც ჯერ არ არის ცნობილი. ერთში ითამაშებს 12 გუნდი აღმოსავლეთი კონფერენციიდან და მეორეში – 12 გუნდი დასავლეთიდან. სეზონის განახლების თარიღი ჯერ არ არის დასახელებული.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონმა“, „ტამპა ბეიმ“, „ვაშინგტონმა“ და „ფილადელფიამ“ მიიღეს ავტომატურად პლეი ოფის პირველი რაუნდის საგზურები. წრიული ჯგუფური ტურნირით ისინი გაარკვევენ პირველ რაუნდში განთესვის ნომრებს.

აღმოსავლეთში პლეი ოფის პირველი რაუნდის ოთხი დარჩენილი საგზურისთვის ოთხი სერია გაიმართება სამ მოგებამდე:

პიტსბურგი-მონრეალი

კაროლინა-რეინჯერსი

აილენდერსი-ფლორიდა

ტორონტო-კოლამბუსი

დასავლეთ კონფერენციაში „სენტ ლუისმა“, „კოლორადომ“, „ვეგასმა“ და „დალასმა“ მიიღეს ავტომატურად პლეი ოფის პირველი რაუნდის საგზურები. წრიული ჯგუფური ტურნირით ისინი გაარკვევენ პირველ რაუნდში განთესვის ნომრებს.

დასავლეთში პლეი ოფის პირველი რაუნდის ოთხი დარჩენილი საგზურისთვის ოთხი სერია გაიმართება სამ მოგებამდე:

ედმონტონი-ჩიკაგო

ნეშვილი-არიზონა

ვანკუვერი-მინესოტა

კალგარი-ვინიპეგი