ცნობილ და მაღალანაზღაურებად თავდამსხმელებს ასწრებს - გიგაური ვოლკოვის ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ცნობილ და მაღალანაზღაურებად თავდამსხმელებს ასწრებს - გიგაური ვოლკოვის ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა #1TVSPORT

აზერბაიჯანული „კეშლას“ ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა დავით ვოლკოვს საქართველოს ნაკრებში მიწვევა მიულოცა და პირველ არხთან განაცხადა, რომ „ზირას“ თავდამსხმელი ამ შანსს იმსახურებდა.

ვოლკოვმა საქართველოს ნაკრებში გამოძახება თავისი თამაშით, პროფესიონალიზმით და უბრალოდ, ადამიანობით დაიმსახურა. მინდა, რომ წარმატებები და ნაკრებში თავის გამოჩენა მთელი გულით ვუსურვო“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მერაბ გიგაური.

აზერბაიჯანული „კეშლას“ 28 წლის ნახევარმცველის თქმით, „საბურთალოდან“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადასულმა ვოლკოვმა კიდევ უფრო მოუმატა.

„ბოლო ორი სეზონია დათო კარგად თამაშობს. შარშანდელ სეზონში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ხელი ტრავმამ შეუშალა. წელს უკვე 8 გოლი დაუგროვდა, გაცილებით უკეთეს ფორმაშია და ბომბარდირობისთვის იბრძვის აზერბაიჯანის ლიგაში, სადაც ბევრი ცნობილ და გაცილებით მაღალანაზღაურებად თავდამსხმელს ასწრებს“, – აცხადებს გიგაური.