„ცხინვალს“ თურქეთში სამი ახალწვეული შეემატა

00:36, 24.02.2019

სეზონის წინა შეკრებაზე „ცხინვალმა“ თურქეთში ამხანაგური მატჩი გამართა და დანიის პირველი ლიგის ბინადარ „ნიკოპინგთან“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით – 1:2 დამარცხდა.

ამ მატჩის შემდეგ ქალაქ სიდეში დაბანაკებულ „ცხინვალს“ სამი ახალი წევრი შეემატა. ტრიოდან ორი ფეხბურთელია, მესამე კი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. სამივე მათგანი თურქეთში სხვადასხვა რეისით ჩამოფრინდა და საწვრთნელ-მოსამზადებელ ციკლში ხვალიდან ჩაერთვება.

გუნდში მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში, „ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მუნოზ სანჩესმა გააჟღერა, რომ ფიზიკური მომზადების მწვრთნელად თანამემამულეს დაიხმარდა და ასეც მოხდა – ლუის ალფონსო პრიეტო ვილალობოსი სიდეში ჩაფრინდა და ცხინვალელებს შეურთდა.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, 26 წლის რუმინელი თავდამსხმელი ანდრეი-კოზმინ ჩოლაქლუ ანტალიაში გვიან ღამით ბუქარესტიდან ჩაფრინდა. მეორე ფეხბურთელი კი 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მარკო ნიკოლიჩია, რომელიც ანდრეი ჩოლაქლუს მსგავსად, ხვალიდან „ცხინვალში“ ივარჯიშებს და ანტალიაში გასამართ დასკვნით ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშებს.

მსგავსი