ცინცინატის „მასტერსის“ პირველ წრეში ბასილაშვილი რუბლიოვს შეხვდება

09:40, 12.08.2019

მონრეალის „მასტერსის“ შემდეგ, ახალ სათამაშო კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ცინცინატი უმასპინძლებს ამავე კატეგორიის ტურნირს. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-15 ნომრად იქნება განთესილი და პირველ წრეში რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება. ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, ჰამბურგის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ქართველმა სამ სეტში მოიგო – 7:5, 4:6, 6:3.

საერთოდ, ბასილაშვილი რუბლიოვს ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს. მათ ასევე დოჰას ტურნირში ითამაშეს და ნიკამ 6:3, 6:4 გაიმარჯვა.

რუბლიოვი ცინცინატის „მასტერსის“ ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა – მან მოუგო ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა და ყაზახ მიხაილ კუკუშკინს.

ბასილაშვილსა და რუბლიოვს შორის მოგებული მეორე წრეში შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შორის მოგებულს შეხვდება.

მსგავსი