ჩვენს ურთიერთობაში რაღაც გაუფერულდა - კვეკვესკირის ავტოავარიას „ლეხის“ მწვრთნელი გამოეხმაურა #1TVSPORT
ჩვენს ურთიერთობაში რაღაც გაუფერულდა - კვეკვესკირის ავტოავარიას „ლეხის“ მწვრთნელი გამოეხმაურა #1TVSPORT

პოზნანის ცენტრში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი მონაწილეობდა, პოზნანისლეხის“ მთავარი მწვრთნელი მაცა სკორცა გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ „ლეხის“ ფეხბურთელმა მსგავსი რამ გააკეთა. ჩვენს ურთიერთობაში რაღაც გაუფერულდა. ვფიქრობ, ნიკას ამ „რაღაცის“ აღსადგენად დრო დასჭირდება. ეს რთული და მოულოდნელი ამბავია, რადგან მეჩვენებოდა, რომ ამ ბიჭს ძალიან კარგად ვიცნობდი და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლებოდა მოსვლოდა“, – ამბობს პოზნანელთა მთავარი მწვრთნელი.

იმავდროულად, „ლეხისპრეს-სპიკერმა მაცეი ჰენშელმა ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობა, რომ პოლიციის გარდა, მოთამაშე თავად კლუბმაც დააჯარიმა. კვეკვესკირი ასევე მიიღებს მონაწილეობას სოციალურ პრევენციასთან დაკავშირებულ აქციაში.

„საქართველოს ნაკრებიდან პოლონეთში დაბრუნებული ნიკა კვეკვესკირი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, სადაც მან ახსნა-განმარტებები გააკეთა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში შეემთხვა. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხბურთელი სასტიკად არ დაისაჯა. „ლეხის“ მოთამაშეს დაეკისრა მხოლოდ დიდი ჯარიმა, რომელიც გამომდინარეობდა კლუბის დებულებიდან, მანამდე კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მართვის მოწმობა ჩამოართვეს. გარდა ამისა, ნიკა კვეკვესკირი მიიღებს მონაწილეობას სოციალურ კამპანიაში, რომლის მიზანია ნასვამ მდგომარეობაში მართვის პრევენცია. ამ შემთხვევაში, „ლეხმა“ და მოთამაშემ პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყეს“, – წერს კლუბის გულშემატკივართა ოფიციალური გვერდი kkslech.

ვროცლავისშლიონსკთან“ გამარჯვებიდან (4:0) ერთი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ალკოჰოლის ზემოქმედებით პოზნანის ცენტრში ავარია მოუვიდა. ნიკა კვეკვესკირმა დანაშაული აღიარა და სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

კვირას, ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა ვარშავის „ლეგიასთან“ შეცვლაზე ითამაშა. „ლეხმა“ ვარშავაში 1:0 მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა შეინარჩუნა.