ჩრდილოეთ მაკედონიის ახალი პრობლემა - ეტემი ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე შეუერთდება #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ახალი პრობლემა - ეტემი ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე შეუერთდება #1TVSPORT

ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ჩრდილოეთ მაკედონიას მორიგი საკადრო პრობლემა დაემატა – მთავარი მწვრთნელის, ბლაგოია მილევსკის განკარგულებაში 2 ივნისს ბულგარეთთან მატჩში „ისტამბოლსფორის“ თავდამსხმელი ვალონ ეტემი არ იქნება.

ერთა ლიგის პირველი მატჩი ბულგარეთში, რაზგრადში გაიმართება. ჩრდილომაკედონიური გამოცემების ცნობით, „ისტამბოლსპორის“ 24 წლის თავდამსხმელი იმის გამო ვერ ითამაშებს, რომ მისი გუნდი თურქეთის ელიტარულ ლიგაში გასასვლელი პლეიოფის ფინალში გავიდა, სადაც „ბანდირმასპორს“ სანაკრებო მატჩის დღეს, 2 ივნისს დაუპირისპირდება. მაგრამ ეტემი ნაკრებს 5 ივნისამდე, ანუ საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრამდე შეუერთდება.

„სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპატიო მიზეზების გამო რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. ამის გათვალისწინებით, ეტემი რაზგრადში ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსს აუცილებლად მიიღებდა“, – წერს გამოცემა „სპორტმედი“.

წინასწარ ცნობილია, რომ გუნდს ტრავმის გამო ივნისის მატჩებში 6 მოთამაშე ვერ დაეხმარება – კაპიტანი, სტეფან რისტოვსკი (მარჯვენა მცველი, ზაგრების „დინამო“), თავდამსხმელი ადის იახოვიჩი („გოზტეპე“), ასევე 4 საყრდენი ნახევარმცველი – არიან ადემი (ზაგრების „დინამო“), ტიხომირ კოსტადინოვი („რუჟემბეროკი“), ერდალ რაკიპი („მალმიო“) და იანი ატანასოვი („ჰაიდუკი“).

ერთა ლიგის C4 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს ბულგარეთთან (2 ივნისი), გიბრალტართან (5 ივნისი, 12 ივნისი) და საქართველოსთან (9 ივნისი).