ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ტერიტორიული წყლების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ტერიტორიული წყლების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ტერიტორიული წყლების მიმართულებით სულ მცირე ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ სამხრეთ კორეისა და იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვება სეულში სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეხვედრის ფონზე გაიმართა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთით მდებარე სინპოს პორტიდან გაუშვეს. ის იაპონიის ზღვაში ჩავარდა. ამასთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ ფხენიანის მიერ გაშვებული იყო ორი ბალისტიკური რაკეტა, რასაც იაპონიის ლიდერმა „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა მიმდინარე კვირას ქვეყნის უმსხვილეს თავდაცვით გამოფენას მართავს.