ჩრდილო კორეამ რაკეტის გამშვები ობიექტი თითქმის სრულად აღადგინა
ჩრდილო კორეამ რაკეტის გამშვები ობიექტი თითქმის სრულად აღადგინა

ჩრდილო კორეამ რაკეტის გამშვები ობიექტი თითქმის სრულად აღადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული სააგენტო „იონჰაპი“ ავრცელებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფიზიკური აღდგენის პარალელურად, ჯერჯერობით უცნობია ობიექტის ფუნქციური მდგომარეობა.

სატელიტური რაკეტების გამშვებ ობიექტზე შენობების აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩრდილო კორიეს ლიდერმა აღნიშნული ობიექტი ნაწილობრივ დაშალა.

დონჩანრის სატელიტური ობიექტი ბირთვული რაკეტების გასაშვებად არასდროს გამოუყენებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო კორეამ აღნიშნული ობიექტის აღდგენა აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილო კორეის ლიდერის სამიტამდე დაიწყო.