ჩოგბურთის ფედერაციასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:16, 23.11.2018

ეკონომიკის სამინისტრო  ჩოგბურთის ფედერაციას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადას 49 წლამდე უზრდის.

საუბარია მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, რომელიც 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა.

კომპლექსი შვიდ ღია და ოთხ დახურულ კორტს აერთიანებს, ტრიბუნა 800-მდე მაყურებელზეა გათვლილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ჩოგბურთის ფედერაციასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც ტურიზმის სფეროს განვითარება და საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებაა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე მეტრეველმა.

გიორგი ქობულიამ აღნიშნული ინიციატივა ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა.

მსგავსი