ჩინეთში მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩინეთში, სინცზიან უიგურსკის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერე ექვსი მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი კი კაშგარის ოლქთან ახლოს, 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრას რვა განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ამ წუთებში მაშველები სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაციას ახორციელებენ.