ჩინეთის შანდონგის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

01:20, 07.08.2023

ჩინეთის შანდონგის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად 126 სახლი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.

სეისმოლოგების ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის მოშორებით.

პეკინის რკინიგზამ კვირას 60-ზე მეტი მატარებლის რეისი გააუქმა.

მსგავსი