ჩინეთის ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა #1TVSPORT
ჩინეთის ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა #1TVSPORT

ჩინეთის ძალოსანთა ნაკრები გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 7-17 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება, – წერს ვებგვერდი insidethegames.

მსოფლიო ჩემპიონატზე უარის თქმის მიზეზია მგზავრობის სირთულეები და კარანტინი, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

პლანეტის პირველობაზე ჩინეთის ნაკრების რიგებში უნდა გამოსულიყო მსოფლიოს ოთხი ყოფილი ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი 81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ლი დაინი.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩინელმა ძალოსნებმა მედლების ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს – მათ ანგარიშზე იყო შვიდი ოქრო და ერთი ვერცხლი.