„ჩიხურას“ მთავრი მწვრთნელი - გამარჯვება იქიდან დაიწყო, როდესაც საკუთარი ძალები ვირწმუნეთ
„ჩიხურას“ მთავრი მწვრთნელი - გამარჯვება იქიდან დაიწყო, როდესაც საკუთარი ძალები ვირწმუნეთ

ზედიზედ მეორე წელია, ევროთასებზე საქართველოდან ყველაზე ღირსეულად საჩხერეს „ჩიხურა“ გამოდის.

„ჩიხურა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც წელს ევროთასებზე პირველი ეტაპი დაძლია. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა „ბეითარ-ტრამპთან“ პირველი მატჩი თბილისში 0:0 დაასრულეს, იერუსალიმში კი მეტოქე 2:1 დაამარცხეს და ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ.

პირველი არხი საჩხერელთა მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს ისრაელში დაუკავშირდა და კომენტარი ჩაწერა.

„პირველი შეხვედრის შემდეგ ბიჭებთან დავილაპარაკე და ყველა ერთ აზრზე ვიყავით, რომ „ბეითარის“ დამარცხება შეიძლებოდა. გამარჯვება აქედან იწყება – ჩვენ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ, გავიმარჯვეთ და მიხარია, რომ საქართველო გავახარეთ. მატჩის შემდეგ ზარები არ წყდება. ასე მგონია, მთელი საქართველო გვილოცავს”, – ამბობს პირველ არხთან სოსო ფრუიძე.