„ჩიხურას“ მოულოდნელი გამარჯვება - საჩხერლები ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ [ვიდეო]

საჩხერეს „ჩიხურა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროთასებზე პირველი ეტაპი დასძლია. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა განმეორებით შეხვედრაში მეტოქე დაამარცხეს და ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ.

პირველი მატჩი თბილისში “ბეითარ ტრამპთან” 0:0 დასრულდა და განმეორებით შეხვედრაში, რომელიც იერუსალიმში გაიმართა, ფავორიტად ებრაული გუნდი ითვლებოდა.

ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს – საჩხერელთა კარი 62-ე წუთზე იდან ვერედიმ გახსნა. მაგრამ 73-ე წუთზე ლევან კაკუბავამ ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა, 84 წუთზე კი გიორგი გაბედავამ საჩხერლები პენალტით დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:1 „ჩიხურას“ სასარგებლოდ.

საჩხერლები მეორე ეტაპის თამაშებს 26 ივლისსა და 2 აგვისტოს გამართავენ.

ამასთან, „ჩიხურამ“ ევროთასებზე გასვლაზე მე-9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.