„ჩიკაგო ფაირი“ მიუახლოვდა დე ბრუინის გაფორმებას #1TVSPORT
„ჩიკაგო ფაირი“ მიუახლოვდა დე ბრუინის გაფორმებას #1TVSPORT

ოფიციალურად არის ცნობილი, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კევინ დე ბრუინი დატოვებს „მანჩესტერ სიტის“, და უკვე ცნობილია კლუბი, რომელიც მზად არის ბელგიელის გასაფორმებლად.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, MLS-ის კლუბი „ჩიკაგო ფაირი“ ახლოს არის ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაფორმებლად. ამ მომენტისთვის დე ბრუინი განიხილავს შეთავაზების ყველა დეტალს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, ჩიკაგოურ კლუბს გააჩნია დე ბრუინის გაფორმების კონკრეტული გეგმა.

უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას რომელიმე ევროპულ კლუბში ისურვებდა. დე ბრუინს მიაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ოპტიმალური იქნებოდა როგორც მისი მისი პროფესიული კარიერისთვის, ასევე ოჯახისთვის.

ამ სეზონში პრემიერლიგის 22 მატჩში დე ბრუინმა სამი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.