ჩემპიონთა ლიგა, V ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა, V ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* ამ მომენტისთვის პლეი ოფში გასულები არიან: “ბაიერნი”, “მანჩესტერ სიტი”, “პორტუ”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “სევილია”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი”.

* ჟოაო ფელიქსმა ბოლო შვიდი მატჩში შვიდი გოლი გაიტანა – იმდენი, რამდენიც მანამდე ჩატარებულ 29 მატჩში ჰქონდა (იგულისხმება თამაშები, რომლებშიც პორტუგალიელი ძირითად შემადგენლობაში იყო).

* “ლოკომოტივს” ჩემპიონთა ლიგაზე 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* რუსულ კლუბებს 2020-21 წლების სეზონში ევროთასებზე 17 მატჩში არც ერთი მოგება არ აქვთ.

* ზედიზედ ხუთი წელია, რუსული კლუბები ვერ გადიან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

* თომას მიულერმა 47-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუთანაბრდა ფილიპო ინძაგის. გერმანელი ერთი ბურთით ჩამორჩება ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

 

ლოკომოტივი-ზალცბურგი         1:3

გოლები: 0:1 ბერიშა (28), 0:2 ბერიშა (1), 1:2 ან. მირანჩუკი (79), 1:3 ადეიემი (81)

ლოკომოტივი (4-4-2): გილერმე – ჟივოგლიადოვი (84. რიბჩინსკი), ჩორლუკა, სერკეირა პაიმი, რაიკოვიჩი (46. იგნატიევი) – ლისაკოვიჩი (46. მუხინი), მაგკეევი, ლისცოვი (46. ან. მირანჩუკი), რიბუსი – ედერი, ზე ლუიში (90. კამანო).

ზალცბურგი (4-4-2): სტანკოვიჩი – კრისტენსენი, ანდრე რამალიო, ვობერი, ულმერი – მვეპუ, კამარა (69. სუჩიჩი), იუნუზოვიჩი, შობოშლაი (77. დაკა) – ბერიშა (90+3. ონგუენი), კოიტა (71. ადეიემი).

https://twitter.com/i/status/1333881682915696641

ატლეტიკო-ბაიერნი 1:1

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (26), 1:1 მიულერი (86-პენ)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი (68. ფელიპე), ერმოსო – ლორენტე, საულ ნიგესი, კოკე, კარასკო – ჟოაო ფელიქსი (87. ლემარი), კორეა (80. ერერა).

ბაიერნი (4-2-3-1): ნიუბელი – სარი (62. რიჩარდსი), ზიულე, არეი-მბი (61. გნაბრი), ერნანდესი – ხავი მარტინესი (62. მიულერი), ალაბა – სანე, მუსიალა (76. შტილერი), დუგლას კოშტა (86. ზირკზეე) – შუპო-მოტინგი.

  1. ბაიერნი – 13 (16-5)
  2. ატლეტიკო – 6 (5-8)
  3. ზალცბურგი – 4 (10-15)
  4. ლოკომოტივი – 3 (5-8)

 

ბოლო ტური. 10. დეკემბერი. ბაიერნი-ლოკომოტივი, ზალცბურგი-ატლეტიკო.

დატოვე კომენტარი