ჩემპიონთა ლიგა, NBA და პრემიერლიგა - ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირებია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, NBA და პრემიერლიგა - ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირებია #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირია მსოფლიოში.

ვებგვერდმა SportingPedia-მ დათვალა სოციალურ ქსელებში უმსხვილესი სპორტული ტურნირების გამომწერთა ჯამური რაოდენობა და მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარა.

ჩემპიონთა ლიგა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და ინგლისის პრემიერლიგა ლიდერები არიან ოთხი სოციალური ქსელიდან (Facebook, Instagram, TikTok და X) მიღებული შედეგების მიხედვით.

პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირების სია:

  1. ჩემპიონთა ლიგა (ფეხბურთი) – 263,8 მლნ გამომწერი
  2. NBA (კალათბურთი) – 195,3 მლნ
  3. პრემიერლიგა (ფეხბურთი) – 181,7 მლნ
  4. მსოფლიო ჩემპიონატი (ფეხბურთი) – 133,9 მლნ
  5. UFC (შერეული ორთაბრძოლები) – 105,4 მლნ
  6. NFL (ამერიკული ფეხბურთი) – 93,1 მლნ
  7. კრიკეტის საერთაშორისო საბჭო (კრიკეტი) – 89,5 მლნ
  8. ფორმულა 1 (ავტოსპორტი) – 56 მლნ
  9. MLB (ბეისბოლი) – 38,3 მლნ

10. NHL (ჰოკეი) – 20,6 მლნ