ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „ინტერმა“ შინ „ბრიუგესთან“ წააგო და ჯერ ქულა არ აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
„ინტერმა“ მოულოდნელად შინ წააგო „ბრიუგესთან“ – 3:4. გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს, მეორე ტაიმში კი მაყურებელმა ხუთი გოლი იხილა.
მილანელები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ და მაინც ვერ გაათანაბრეს, რაც ნიკოლო ტრესოლდის დამსახურებაა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა.
„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო რვა მატჩიდან შვიდი წააგო, მათ შორის პირველ ტურში „რეალთან“. გუნდს საკუთარ კედლებიც ვერ შველის, სადაც ოთხმატჩიანი წაგებების სერია აქვს.
რაც შეეხება „ბრიუგეს“, მის მატჩებში შედეგიანობა გარანტირებულია. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 მატჩში მისი მონაწილეობით 73 გოლი გავიდა – საშუალოდ ოთხზე მეტი.
ინტერი-ბრიუგე 3:4
გოლები: 0:1 ტრესოლდი (30-პენ), 1:1 მარტინესი (44), 1:2 ტრესოლდი (63), 1:3 ტრესოლდი (74), 2:3 მარტინესი (81), 2:4 ვერმანტი (87), 3:4 ბონი (90+3)