ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „ბარსელონამ“ ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

01:05, 14.10.2026

„ბარსელონამ“ მორიგი შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში კატალონელებმა სტუმრად 4:1 დაამარცხეს „გალათასარაი“, მიუხედავად იმისა, რომ 28-ე წუთიდან მდევრის როლში აღმოჩდნენ. „ბარსას“ სეზონის სტარტიდან ყველა ტურნირზე 10-დან 10 მოგება აქვს, რაც 1923 წლის სერიის გამეორებაა. გარდა ამისა, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, 123 მატჩში „ბარსელონას“ 44 დიდი ანგარიშით მოგება დაუგროვდა.

ორი საგოლე პასი მიითვალა შეხვედრაში ლამინ იამალმა, რომელსაც ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 14 მატჩში 22 შედეგიანი მოქმედება აქვს – 12+10.

მესამე ტურში „ბარსელონას“ ელოდება შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენთან“.

 

გალათასარაი-ბარსელონა        1:4

გოლები: 1:0 ბატრაკოვი (28), 1:1 ჟოაო კანსელო (43), 1:2 ფერმინ ლოპესი (50), 1:3 გორდონი (53), 1:4 ადეიემი (65)

მსგავსი