ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „ბაიერნმა“ ნორვეგიაში ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნი“ მეორე ტურში ისევ ნორვეგიულ გუნდს ეთამაშებოდა. პირველ ტურში მან 5:0 გაანადგურა „ბოდო გლიმტი“, მაგრამ ამჯერად ქულები დაკარგა „ვიკინგთან“ გასვლით მატჩში.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბაიერნმა“ მე-9 წამზე გაუშვა გოლი „აუგსბურგისგან“, ახლა კი მეორე წუთზე დარჩა მდევრის როლში, ოღონდ კარში არა მანუელ ნოიერი, არამედ იონას ურბიგი იდგა.
„ვიკინგი“ უფრო შორს წავიდა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ ჰარი კეინის დუბლითა და ლუის დიასის გოლით მიუნხენელებმა წინ გასვლა მოახერხეს და ალბათ, მოიგებდნენ კიდეც, რომ არა მაიკლ ოლისეს არასპორტული საქციელი და გაძევება, რითაც ნორვეგიელებმა 90-ე წუთზე ისარგებლეს.
ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-9 მატჩში გაიტანა და რუუდ ვან ნისტელროისა და რობერტ ლევანდოვსკის შედეგი გაიმეორა. უფრო გრძელი სერია კრიშტიანო რონალდოს აქვს – 11 მატჩი.
ვიკინგი-ბაიერნი 3:3
გოლები: 1:0 სტენსნესი (2), 2:0 კრისტიანსენი (38), 2:1 კეინი (54-პენ). 2:2 კეინი (60), 2:3 დიასი (71), 3:3 ჰაუგენი (90)
გაძევება: ოლისე (73. ბაიერნი)