ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „ატლეტიკომ“ „მანჩესტერს“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

01:14, 14.10.2026

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ატლეტიკომ“ შინ 2:0 დაამარცხა კრიზისში მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც ახლა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ესპანურმა კლუბმა კი, პირიქით, ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.

მადრიდელები 53-ე წამზე დაწინაურდნენ, როცა ალექს ბაენა გაიქცა კონტრშეტევაში და პაბლო ბარიოსს გაუკეთა შედეგიანი გადაცემა.

74-ე წუთზე „იუნაიტედს“ ლენი იორო გაუძევეს და სულ მალე ადემოლა ლუკმანმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ არასოდეს მოუგია ოფიციალური მატჩი „ატლეტიკოსთვის“ – 2 ფრე და 3 წაგება.

 

ატლეტიკო-მანჩესტერ იუნ        2:0

გოლები: 1:0 ბარიოსი (1), 2:0 ლუკმანი (79)

გაძევება: იორო (74. მანჩესტერი)

მსგავსი