ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „არსენალმა“ „ლილს“ შვიდ წუთში სამი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

01:27, 14.10.2026

„ლილმა“ ინგლისის ჩემპიონის, „არსენალის“ წინააღმდეგ 64 წუთი გაძლო და შემდეგ შვიდ წუთში სამი გოლი გაუშვა – იურიენ ტიმბერისგან, ებერეჩი ეზესგან და ბუკაიო საკასგან.

„არსენალმა“ მეორე მატჩი მოიგო ლიგაზე გოლის გაუშვებლად, შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით კი ძირითად ეტაპზე 10-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.

გარდა ამისა, ლონდონელებს იმავე ჯგუფურ ეტაპზე შინ ზედიზედ 14 მატჩი აქვთ მოგებული.

„ლილმა“ კი ზედიზედ ცხრა გასვლითი მატჩი წააგო ინგლისურ კლუბებთან.

 

არსენალი-ლილი             3:0

გოლები: 1:0 ტიმბერი (63), 2:0 ეზე (67), 3:0 საკა (71)

მსგავსი