ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „რეალმა“ მადრიდულ დერბიში მინიმალური ანგარიშით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „რეალმა“ მადრიდულ დერბიში მინიმალური ანგარიშით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ მადრიდულ დერბიში 2:1 დაამარცხა „ატლეტიკო“.

მეოთხე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში როდრიგოს დარტყმის შემდეგ. ნახევარი საათის შემდეგ „ატლეტიკოს“ ბომბარდირმა ხულიან ალვარესმა ულამაზესი გოლით გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე გაიტანა ბრაიმ დიასმა. საბოლოო ანგარიშია 2:1 კარლო ანჩელოტის გუნდის სასარგებლოდ.

„რეალი“ მე-300 შეხვედრას ატარებდა ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე და ზედიზედ მეექვსედ მოიგო. გარდა ამისა, „სამეფო კლუბმა“ ბოლო 9 მატჩში პირველად დაამარცხა „ატლეტიკო“ ძირითად დროში.