ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „რეალმა“ ლონდონში დიდი ანგარიშით წააგო და ახლოს არის ტიტულის დაკარგვასთან [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „რეალმა“ ლონდონში დიდი ანგარიშით წააგო და ახლოს არის ტიტულის დაკარგვასთან [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა მადრიდის „რეალი“ და ძალიან მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს. პირველ მატჩში ინგლისურ კლუბს დიდი უპირატესობა ჰქონდა და რომ არა ტიბო კურტუა, უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდა. ბელგიელმა მეკარემ მატჩში ორჯერ შეასრულა ორმაგი მოგერიება.

თამაშის გმირი აღმოჩნდა დეკლან რაისი, რომელმაც ორი გოლი საჯარიმოდან პირდაპირი დარტყმებით გაიტანა. კიდევ ერთი გოლი მიკელ მერინოს ანგარიშზეა.

ფაქტები

* დეკლან რაისი პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ისტორიაში, ვინ პლეი ოფის მატჩში ორი ჯარიმა გაიტანა.

* „არსენალს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 4 მოგება და 4 ფრე 22 თებერვლიდან.

* „რეალმა“ 2023 წლის მარტის შემდეგ პირველად ვერ მოიგო ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი.

* „რეალმა“ 2022 წლის შემდეგ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩი.

* „რეალმა“ 2023 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ანგარიშით. მაშინ იყო 0:4 „მანჩესტერ სიტისთან“.

* „რეალმა“ სეზონში მესამედ წააგო დიდი ანგარიშით – ორჯერ „ბარსელონასთან“ და „არსენალთან“. დიდი ანგარიშით ამდენი წაგება გუნდს წინა ოთხ სეზონში ერთად ჰქონდა.

* ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ რიგებში 133-ე მატჩი ჩაატარა და ქარიმ ბენზემას გაუთანაბრდა. უფრო მეტი (152) მხოლოდ იკერ კასილიასს აქვს.

* „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალისთვის“ არასოდეს მოუგია და არც გოლი გაუტანია – ორი წაგება და ერთი ფრე.