ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-5 ტური | „სიტიმ“ 3:0 უპირატესობა გაფლანგა და ნოემბერი მოგების გარეშე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტი“ პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ვერ მოიგო მატჩი, რომელშიც 75-ე წუთისთვის 3-ბურთიანი უპირატესობა ჰქონდა.
* „სიტიმ“ ნოემბერი მოგების გარეშე დაასრულა: 5 წაგება და ფრე.
* „სიტიმ“ ბოლო 4 მატჩში 13 გოლი გაუშვა.
* ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 44 მატჩში 50 ქულა (46+5) დააგროვა. ის ყველაზე მალე მივიდა ამ ნიშნულამდე. წინა რეკორდი რეედ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა, რომელმაც 50 შედეგიანი მოქმედება 45 მატჩში შეასრულა.
მანჩესტერ სიტი-ფეიენოორდი 3:3
გოლები: 1:0 ჰალანდი (44-პენ), 2:0 გიუნდოგანი (50), 3:0 ჰალანდი (53), 3:1 ჰაჯ-მუსა (75), 3:2 ხიმენესი (82), 3:3 განცკო (89)