ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-5 ტური | ლევანდოვსკი 100-იანთა კლუბის წევრი გახდა, „ბარსელონამ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო დიდი ანგარიშით [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რობერტ ლევანდოვსკიმ მე-100 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. უფრო მეტი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოსა (140) და ლიონელ მესის (129) აქვთ.
* ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ მატჩში გატანილი გოლებით (0.8) აღემატება მესისა (0.79) და რონალდოს (0.75).
* ლევანდოვსკის ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 23 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.
* ლევანდოვსკიმ მე-17 პენალტი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ მესისა (18) და კრიშტიანო რონალდოს (19) ჩამორჩება.
* „ბარსელონამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე ბურთების შეფარდებით – 17:3.
* „ბარსელონამ“ ზედიზედ ოთხი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, რითიც გაიმეორა „რეიმსის“ (1958), „ლიდსისა“ (1969) და „ბაიერნის“ (2020, 2021) მიღწევა. ზედიზედ ხუთი ასეთი მოგება მხოლოდ პსჟ-ს ჰქონდა 2017 წელს.
* 18 გოლით „ბარსელონა“ ტურნირის ყველაზე შედეგიანი გუნდია.
ბარსელონა-ბრესტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10-პენ), 2:0 დანი ოლმო (66), 3:0 ლევანდოვსკი (90+2)