ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-5 ტური | „ინტერი ლიდერი გახდა, „არსენალმა“ დიოკერეში შეაჩერა, „ატალანტამ“ და „ატლეტიკომ“ 6-6 გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვანი-მილანი 2:3
გოლები: 0:1 პულიშიჩი (21), 1:1 ბარსეგიანი (24), 1:2 რაფაელ ლეაო (68), 1:3 აბრაჰამი (71), 2:3 მარცელი (88)
ფაქტები
* ტიგრან ბარსეგიანი მეორე სომეხი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. პირველი იყო ჰენრიხ მხითარიანი.
* ტანი აბრაჰამმა კარიერაში პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის მატჩის გოლითა და შედეგიანი გადაცემით დასრულება.
* „მილანმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო და სამივე მატჩში 3 გოლი გაიტანა, რაც პირველად შეძლო 1989 წლის შემდეგ.
სპარტა-ატლეტიკო 0:6
გოლები: 0:1 ალვარესი (15), 0:2 ლორენტე (43), 0:3 ალვარესი (59), 0:4 გრიზმანი (70), 0:5 კორეა (85), 0:6 კორეა (89)
ფაქტები
* დიეგო სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში „ატლეტიკომ“ პირველად გაიტანა გოლი ჯარიმიდან.
* „ატლეტიკომ“ ზედიზედ 6 ოფიციალური მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 15:2.
* „ატლეტიკომ“ თავის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით მოიგო სტუმრად ევროთასებზე.
* ანტუან გრიზმანმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი გაიტანა. აქამდე თავიანთ მე-100 შეხვედრაში გოლები გაიტანეს: ტიერი ანრიმ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კრიშტიანო რონალდომ, ანდრეა პირლომ, ტონი კროოსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ.
სპორტინგი-არსენალი 1:5
გოლები: 0:1 მარტინელი (7), 0:2 ჰავერტცი (22), 0:3 გაბრიელი (45+1), 1:3 გონსალო ინასიო (47), 1:4 საკა (65-პენ), 1:5 ტროსარი (82)
ფაქტები
* „სპორტინგმა“ სეზონში პირველად წააგო.
* „სპორტინგი“ ბოლო ერთ წელიწადში პირველად დამარცხდა საკუთარ მოედანზე.
* „სპორტინგმა“ ამ სეზონში პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე ერთზე მეტი გოლი.
* „არსენალმა“ ბოლო 16 წელიწადში პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში 5 გოლი.
* „არსენალმა“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 415-წუთიანი უგოლო სერია.
* ვიქტორ დიოკერეშმა სეზონში მეორედ ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და ორივე შემთხვევაში „სპორტინგმა“ ქულები დაკარგა.
იანგ ბოიზი-ატალანტა 1:6
გოლები: 0:1 რეტეგი (9), 1:1 განვულა (11), 1:2 დე კეტელარე (28), 1:3 კოლაშინაცი (31), 1:4 რეტეგი (39), 1:5 დე კეტელარე (56), 1:6 სამარჯიჩი (90)
ფაქტები
* შარლ დე კეტელარემ ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. აქამდე ეს შეძლეს ნეიმარმა (2016), სერჟ გნაბრიმ (2021) და ერლინგ ჰალანდმა (2023).
* დე კეტელარემ და მატეო რეტეგიმ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლები გაიტანეს.
* „ატალანტამ“ პირველად გაუშვა გოლი მიმდინარე ტურნირზე.
ლევერკუზენი-ზალცბურგი 5:0
გოლები: 1:0 ვირტცი (8-პენ), 2:0 გრიმალდო (11), 3:0 ვირტცი (30), 4:0 შიკი (61), 5:0 ალეიშ გარსია (72)
ფაქტები
* ფლორიან ვირტცი ლიონელ მესის გრაფიკით მიდის. 22-ე დაბადების დღემდე მან 17 გოლის გატანა შეძლო ევროთასებზე. თუმცა ეს არ არის რეკორდი: უფრო მეტი აქვთ გატანილი ერლინგ ჰალანდს (23), კილიან მბაპესა (21) და კრიშტიანო რონალდოს (20).
ინტერი-ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 ლუკება (27-საკ. კარში)
ფაქტები
* „ინტერი“, ზედიზედ 12 ოფიციალური მატჩია, არ მარცხდება.
* „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო – ოთხივე „მშრალი“ ანგარიშით, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
* „ინტერმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ანგარიშით – 1:0.
* „ინტერი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია.