ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-5 ტური | „ბაიერნმა“ პსჟ-ს ზედიზედ მეოთხედ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25, მე-5 ტური | „ბაიერნმა“ პსჟ-ს ზედიზედ მეოთხედ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეოთხედ მოუგო პსჟ-ს – ოთხივე „მშრალი“ ანგარიშით.

* „ბაიერნს“ ყველა ტურნირზე 7 მოგება აქვს, ბურთების შეფარდებით – 18:0.

* პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე, 4 მატჩია, ვერ იგებს.

* მანუელ ნოიერმა 150-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. გერმანელი ჩამორჩება სამ მეკარეს – იკერ კასილიასს (179), ჯანლუიჯი ბუფონსა (159) და პეპე რეინას (157).

* 2021 წლის 24 ნოემბრის შემდეგ პირველად ჯანლუიჯი დონარუმა ვერ მოხვდა პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე.

* პსჟ, ზედიზედ 21 გასვლითი მატჩია, უშვებს, მინიმუმ, ერთ გოლს.

* 18 წლის უორენ ზაირ-ემერის ჩემპიონთა ლიგაზე 19 მატჩი დაუგროვდა, რაც ახალი რეკორდია მისი ასაკის ფეხბურთელებისთვის. ფრანგმა ექსბარსელონელი ბოიან კრკიჩის რეკორდი გააუმჯობესა.

 

ბაიერნი-პსჟ                        1:0

გოლი: 1:0 მინ-ჟაე კიმი (38)