ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ინტერმა“ მიუნხენში მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ინტერმა“ მიუნხენში მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ [ვიდეო] #1TVSPORT

მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში სტუმრად 2:1 დაამარცხა „ბაიერნი“.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გერმანულ კლუბს ჰქონდა უპირატესობა (4:1 – ზუსტი დარტყმები) და ჰარი კეინმა ერთ-ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყა ბურთი, შესვენებაზე ლიდერის რანგში „ინტერი“ გავიდა. 38 წუთზე ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს მარკუს ტურამმა და ლაუტარო მარტინესმა და არგენტინელმა ფრანგის ქუსლით პასის შემდეგ ეფექტური დარტყმით გაიტანა.

ლაუტარო 19 გოლით „ინტერის“ საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში: მან ადრიანოს გაასწრო. მარტინესს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩში შვიდი გოლი დაუგროვდა – ეს მესამე მაჩვენებელია „ინტერის“ ისტორიაში – უფრო მეტი ჰქონდათ ერნან კრესპოს (9 გოლი, 2002-03) და სამუელ ეტო′ოს (8, 2010/11).

„ბაიერნი“ ბევრს უტევდა მეორე ტაიმში, მაგრამ მხოლოდ 84-ე წუთზე გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა თომას მიულერმა კონრად ლაიმერის პასს დაუხვედრა ფეხი.

ლეგენდის გოლიდან დაახლოებით ოთხ წუთში „ინტერმა“ კონტრშეტევის შანსი იპოვნა: ლაუტარო მარტინესმა ნიკოლო ბარელაზე გააგრძელა შეტევა, რომელმაც კარლოს აუგუსტოს მიაწოდა ბურთი, მან კი კარის გასწვრივ დავიდე ფრატეზი მონახა – 2:1.

ფაქტები

* „ინტერი“ თებერვლის შემდეგ არ მარცხდება – 8 მოგება და 3 წაგება ყველა ტურნირზე. ბოლო წაგება 16 თებერვლით თარიღდება.

* „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხ წელიწადში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე – შეწყდა 22-მატჩიანი წაუგებელი სერია.