ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ინტერმა“ „ფეიენოორდის“ ბარიერი იოლად გაიარა [ვიდეო] #1TVSPORT

08:30, 12.03.2025

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ფეიენოორდი“ 2:1.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მარკულ ტურამის ლამაზ გოლს „ფეიენოორდმა“ იაკუბ მოდერის პენალტით უპასუხა.

მეორე ტაიმში მატჩის ბედი ჰაქან ჩალჰანოგლუს 11-მეტრიანმა გადაწყვიტა.

„ინტერმა“ ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო და მეოთხედფინალში „ბაიერნს“ შეხვდება.

მსგავსი